„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს მარნეულის მერობის კადიდატი, კენან ომაროვი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთლიარისა და ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე კანდიდატმა ადგილობრივების საჭიროებები განიხილა და მომავალში მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
„აღსანიშანვია, რომ მარნეული აგრარული მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი მუნიციპალიტეტია ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისად მთავარი საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს აქ მცხოვრებ მოსახლეობას, სარწყავი წყლის სისტემის მოწესრიგებაა. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაციით, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დროულად გამოსწორდეს სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა და სამომავლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულება უფრო მეტად განვითარდეს“ - განაცხადა კენან ომაროვმა.
.jpg)
.jpg)

