ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შაბათს საქართველო "წითელი ჯვრისგან" საჩუქრად 1 00 000 დოზა "სინოფარმის" ვაქცინას მიიღებს.
მისივე განმარტებით, ეს ქვეყანა საშუალებას მისცემს ორშაბათიდან "სინოფარმზე" როგორც რეგისტრაცია, ისე ვაქცინაცია განახლდეს.
„იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ირჩევს „სინოფარმს“, სასიხარულო ამბავი გვაქვს - მადლობა მინდა გადავუხადო „წითელ ჯვარს“, რომლისგანაც ჩვენ საჩუქრად 100 000 დოზა „სინოფარმს“ შაბათს მივიღებთ, რაც მოგცემს საშუალებას ორშაბათიდან კვლავ განახლდეს „სინოფარმზე“ როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია. ჩვენ კვლავ ვრჩებით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში ფართო ასორტიმენტით“, - განაცხადა ტიკარაძემ.
(report)
