"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის აღდგენაზე ხალხის და "ლეიბორისტული პარტიის" დამსახურებაა, რომელსაც ამ საკითხზე საჩივარი აქვს შეტანილი სასამართლოში და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ თვითმმართველობის არჩევნებში "ლეიბორისტული პარტია" გაიმარჯვებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდება.
"ლეიბორისტული პარტიის მიერ დაწყებული ბრძოლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღსადგენად, მოგებულია. ორშაბათიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი თქვენს განკარგულებაშია.
არჩევნების შემდეგ, თუ თქვენი ნებით "ლეიბორისტული პარტია" გაიმარჯვებს, ჩვენ თანამდებობის პირებს ჩამოვსვამთ ჯიპებიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება უფასო თქვენი და თქვენი შვილებისათვის" - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
(Report)
