„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ, მურმან ნაბიევთან ერთად, სოფელ დარბაზის მცხოვრებლებს შეხვდა. მათ წარუდგინა ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა.
ამის შესახებ InterPress.ge- ს განუცხადა ბოლნისი მერობის კანდიდატის, შერაზადიშვილის პრესსამსახურმა.
სოფელ დარბაზში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მოწესრიგდა შიდა საუბნო გზები, მოეწყო გარე განათება და მოხდა სასმელი წყლის სისტემის გამართვა. თუმცა, შერაზადიშვილი ერთერთ ყველაზე დიდ მიღწევად სოფლის გაზიფიცირებას მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ დარბაზს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
“ჩვენ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთებთ ყველაფერს, რათა კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ სოფლად მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიური ყოფა.”- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა
