,,საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ სავანეთს ვეწვიე. ეს ადგილი ჩემთვის განსაკუთრებულია, აქ უამრავი მეგობარი მყავს, რომლებთან ერთადაც წლების მანძილზე ვმუშაობდი.
ადგილობრივებს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ, დოსტუ აშიროვთან და ჩვენს გუნდთან ერთად გავაცანი სამომავლო გეგმები. მოვისმინეთ მათი საჭიროებები. ეს ადამიანები კარგად მიცნობენ და იციან, რომ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ მათ წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად." - განაცხადა შერაზადიშვილმა.
