საქართველოში დღესდღეობით 90 პროცენტი კორონავირუსის შტამებისა, არის დელტა, რომელმაც სამიზნედ ბავშვები და ახალგაზრდები გაიხადა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე პირველი ვარ, რომელიც მომხრეა, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობდეს. ჩვენი სკოლები ყველა სცენარისთვის მზად არიან, აქ კრიტერიუმი არის სხვა - რომ ბავშვის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ამიტომ არის 4-პროცენტიანი წყალგამყოფი და ამ კრიტერიუმით ვსარგებლობდით რაც პანდემია დაიწყო. მინდა გითხრათ, როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი 4-პროცენტზე ქვემოთ ჩამოვა, ბავშვები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
(imedi)
