15 სექტემბერს სკოლებში სწავლა დაიწყება დისტანციურად და ეს გაგრძელდება 4 ოქტომბრამდე. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს გულისხმობს შემდეგს, რომ იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც დაინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა უკვე განახლდება საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში, ანუ დასწრებულ ფორმატში.
„ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი იქნება მაღალი სწავლა გაგრძელდება კვლავ დისტანციურ ფორმატში“, - აღნიშნა ჩხენკელმა.
(imedi)
