26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, თავდასხმას 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 18 - დაჭრილია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ვერ გაიმარჯვებენ.
„უნდა იცოდეთ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ვერ გაიმარჯვებენ. ჩვენ გადავარჩენთ ამერიკელებს. ჩვენ გამოვიყვანთ ჩვენს ავღანელ მოკავშირეებს და ჩვენი მისია გაგრძელდება. ამერიკას ვერ დააშინებენ. უდიდესი ნდობა მაქვს ჩვენი მამაცი სამხედროების მიმართ, რომლებიც განაგრძობენ ამ მისიის შესრულებას“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
tv imedi
