"ამ ეტაპზე, ვირუსის საკმარისი კლება არ არის, რომ ამ საკითხზე დადებითი პასუხი გითხრათ", - განუცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ქვეყანაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4031 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყანაში კიდევ 73 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 4585 ადამიანი.
