მარნეულის ავერსის კლინიკაში სამკურნალოდ მიყვანილ ორ წლამდე გოგონაზე, მშობლებმა ოფიციალურად თქვეს უარი, პატარა დაახლოებით ათი დღეა,კლინიკაში იმყოფება, მასზე კი ავერსის კლინიკა და მისი გუნდი ზრუნავს, ბავშვის დედა და მამა, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.
InterPress.ge -სთან თემაზე ავერსის კლინიკა კომენტარს არაკეთებს. თუმცა ჩვენ სანდო წყაროებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია.
,,პატარა არის 2 წლამდე, როგორც გავიგეთ, ავერსის კლინიკის გუნდი, აკეთებს ძალიან კარგ საქმეს, ზრუნავენ გოგონაზე, ეს არის ტანსაცმელი, საკვები და ყველაფერი რაც ესაჭიროება ბავშვს, ბავშვის მამამ და დედამ, უარი თქვეს მასზე ოფიციალურად, ყავთ კიდევ ერთი შვილი, რომელიც სოცილურმა სამსახურმა შესაბამის დაწესებულებაში, უკვე გადაიყვანა და ალბათ, პატარა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მასაც გადაიყვანენ, სოციალური აგენტები".- გვითხრა წყარომ
