მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა. Interpress.ge-ს ინფორმაციით შემთხვევა 24 აგვისტოს გამთენიისას მოხდა, როგორც საიმერლოში ყვებიან ხანძარი სახლში სანთელმა გააჩინა, ოჯაცის სამი წევრი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.
,, გამთენიისას მოხდა, როგორც გავიგეთ, სანთელი აუნთიათ გამთენიისას და ამას გამოუწვევია ხანძარი, მთლიანად დამწვარია სახლი და ავტომობილიც, ორი მცირეწლოვანი და ბებია დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს,მათი მდგომარეობა სტაბილურია."- განაცხადეს საიმერლოში.
