კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

თენგიზ ცერცვაძე - მდგომარეობა ძალიან სერიოზულია, კლინიკური სექტორი ჯერჯერობით უმკლავდება, მაგრამ ლიმიტი აქვს შესაძლებლობებს

38
თენგიზ ცერცვაძე - მდგომარეობა ძალიან სერიოზულია, კლინიკური სექტორი ჯერჯერობით უმკლავდება, მაგრამ ლიმიტი აქვს შესაძლებლობებს
მოსასმენად დააჭირეთ

4 დღის წინ, 14 აგვისტოდან გარკვეული შეზღუდვები შემოვიდა და კონტროლი რეგულაციების აღსრულებაზე გამკაცრდა, ეს ღონისძიებები, რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილობრივ ეფექტური გამოდგა, რადგან ხალხმრავალი შეხვედრები ისევ…

4 დღის წინ, 14 აგვისტოდან გარკვეული შეზღუდვები შემოვიდა და კონტროლი რეგულაციების აღსრულებაზე გამკაცრდა, ეს ღონისძიებები, რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილობრივ ეფექტური გამოდგა, რადგან ხალხმრავალი შეხვედრები ისევ გრძელდება, უნიღბოდ სიარული ისევ გრძელდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, მძიმე ვითარებიდან გამოსასვლელად ქვეყანაში სრული კონსოლიდაციაა საჭირო და ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

"ახალი შემთხვევების კატასტროფული რაოდენობაა იმიტომ, რომ ადამიანები არ იცავდნენ რეგულაციებს. სუსტი იყო კონტროლი რეგულაციების აღსრულებაზე და ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იყო. საუბარია პირბადეების ტარებაზე და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავებაზე. არავინ არ იცავდა პირბადეების ტარების წესს. განსაკუთრებით თბილისს გარეთ, განსაკუთრებით საკურორტო ზონებში. მე მომიწია ყოფნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და პრაქტიკულად არ ატარებდა არავინ პირბადეს და ყოველდღე ეწყობოდა ხალხმრავალი ქორწილები თუ ჭირისუფლები, თუ იუბილეები, თუ სხვადასხვა შეხვედრები... ყველაფერმა ამან გამოიწვია კატასტროფული მატება ახალი და აქტიური შემთხვევების.

4 დღის წინ, 14 აგვისტოდან შემოვიდა გარკვეული შეზღუდვები და გამკაცრდა კონტროლი რეგულაციების აღსრულებაზე. ვნახოთ, რამდენად ეფექტური გამოდგება ეს ღონისძიებები. მე რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილობრივ ეფექტური გამოდგა, რადგან ხალხმრავალი შეხვედრები ისევ გრძელდება, უნიღბოდ სიარული ისევ გრძელდება. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, მაგრამ თვითონ ადამიანებსაც აქვთ პასუხისმგებლობა თავისი ჯანმრთელობის წინაშე, თავისი ახლობლების წინაშე, როცა ხედავ, რომ ასეთი კრიტიკული სიტუაციაა, ყოველდღიურად ხედავ, რომ გარდაცვალება გვაქვს, სამწუხაროდ, 30,40,50... მოსალოდნელი იყო, რომ 80-90 გარდაცვალება გვქონოდა დღეში, მაგრამ საბედნიეროდ არ გვაქვს, თუმცა რაც არის ისიც ბევრია, ამიტომ არ არის იმის დრო, ერთმანეთს გადავაბრალოთ, სახელმწიფომ მოსახლეობას, მოსახლეობამ სახელმწიფოს, უნდა იყოს სრული სოლიდარობა და ყველამ თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში კლინიკური სექტორი კორონავირუსის შემთხვევების ზრდას წარმატებით უმკლავდება და „გასაკვირია ის მდგრადობა, რამხელა მდგრადობაც გამოავლინა ჯანდაცვის სისტემამ“.

„ვითარება ძალიან მძიმეა, ბოლო დღეებში ფიქსირდებოდა 6 000 შემთხვევის ფარგლებში, მდგომარეობა ძალიან სერიოზულია და განსაკუთრებით სერიოზულია იმიტომ, რომ აქტიური შემთხვევები კოვიდინფექციისა არის ძალიან მაღალი, დაახლოებით 58 ათასამდე აქტიური შემთხვევა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრი. კლინიკური სექტორი ჯერჯერობით უმკლავდება. არ მაქვს მხედველობაში ერთეული შემთხვევები, დაგვიანება სასწრაფოსი, ოჯახის ექიმს ვერ უკავშირდებიან, ეს ასეთი გადატვირთვის დროს გარდაუვალია. ჩავარდნა არ ყოფილა. არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როცა მძიმე პაციენტს სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია და ვერ გამოიძებნა მისთვის ადგილი, ან სჭირდებოდა ჟანგბადის აპარატი და ასეთი არ იყო. ჟანგბადის აპარატების სერიოზული მარაგია. 750 ჟანგბადის აპარატია მობილიზებული მარტო კოვიდისთვის და დაკავებულია 320. არავითარი დეფიციტი ჯერჯერობით არ შექმნილა. ლიმიტი აქვს შესაძლებლობებს. მათ შორის საწოლფონდის შესაძლებლობებს. 8 ათასი საწოლია დღეს მობილიზებული, რაც საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის წარმოუდგენლად მაღალი რიცხვია. როდესაც გვსაყვედურობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ გამოიყენა შედარებით მშვიდი პერიოდი და არ მოემზადა სათანადოდ, არ მოახდინა საწოლების მობილიზება, მედიკამენტების , ჟანგბადის აპარატები მობილიზება. ყველაფერი ეს იყო სიცრუე და არაკეთილგანწყობილი ადამიანების ინსინუაციები . სინამდვილეში გასაკვირია ის მდგრადობა, რამხელა მდგრადობაც გამოავლინა ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ipn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →