კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსის ახალი - იოტა შტამი „ორჯერ უფრო ლეტალურია, ვიდრე - სხვები?“

56
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსის ახალი - იოტა შტამი „ორჯერ უფრო ლეტალურია, ვიდრე - სხვები?“
მოსასმენად დააჭირეთ

ნიუ -იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის მეილმენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წარმომადგენელთა ერთობლივი სტატიის პრეპრინტზე დაყრდნობით, სხვადასხვა მედიასაშუალება იოტა შტამის შესახებ აქტიურად…

ნიუ -იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის მეილმენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წარმომადგენელთა ერთობლივი სტატიის პრეპრინტზე დაყრდნობით, სხვადასხვა მედიასაშუალება იოტა შტამის შესახებ აქტიურად წერს. აღნიშნულ პუბლიკაციაში ნიუ- იორკში კორონავირუსის ამ ახალი ვარიანტის გავრცელების მოდელირების შედეგებია აღწერილი. სტატიაში მოცემული მონაცემები ქალაქის 50 -ზე მეტ საავადმყოფოში განთავსებულ ინფიცირებულ ადამიანებზე დაკვირვებას ეყრდნობა.

 

სიტუაცია მართლა ამდენად საშიშია?

 

არა. ერთადერთი, რაც სიმართლეა, MedRxiv-ის პრეპრინტების არქივში ახალი იოტა შტამის შესახებ ამერიკელი მეცნიერების კვლევა ნამდვილად გამოქვეყნდა. თუ მას ყურადღებით წავიკითხავთ, ცხადი გახდება, რომ იოტა შტამი: 


-     COVID-19-ის ახალი ვარიანტისგან ნამდვილად შორს არის; 
-    ფართოდ  ვერცერთ ქვეყანაში ვერ გავრცელდა და აშშ-ში თითქმის გაქრა;
-    ვირუსის "საშიშ ვარიანტად" არ ითვლება;
-    მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ხანდაზმულებს შორის, კვლევის ავტორების აზრით, უფრო დაბალია, ვიდრე - ალფა ვარიანტისა (ადრე მას "ბრიტანულს" უწოდებდნენ).

 

საერთოდ, რა შტამია ეს? 

 

ეს არის ვირუსის რამდენიმე განსხვავებული ვარიანტის ჯგუფი, რომელსაც S- ცილის მსგავსი მუტაცია ახასიათებს. პირველად, ვირუსის ერთ -ერთი ასეთი ვერსია 2020 წლის ნოემბერში ნიუ-იორკში აღმოაჩინეს. ზამთრის შუა რიცხვებში ის  ქალაქის რამდენიმე რაიონში გავრცელდა და  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და აშშ -ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) „ინტერესის გამომწვევი ვარიანტების“ სიაშია შეტანილი. ეს ჩამონათვალი მოიცავს შტამებს, რომლებიც ჯანდაცვის სისტემისთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ დამატებით კვლევას მოითხოვს. თეორიულად, ესა თუ ის შტამი შეიძლება „დაწინაურდეს“ და „შეშფოთების გამომწვევი ვარიანტების“ სიაში შევიდეს. ამ ჩამონათვალში იოტა ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოხვდა. 


2021 წლის გაზაფხულზე ნიუ -იორკსა და მეზობელ შტატებში იოტამ ალფა ვარიანტთან (რომელსაც ადრე "ბრიტანულს" უწოდებდნენ) პირველობა დაკარგა. შესაბამისად, აპრილში ალფას წილი გაიზარდა, იოტასი კი შემცირდა.
ალფა და იოტა შტამებს მსგავსი ეპიდემიოლოგიური მახასიათებლები აქვთ. 2020 წლის ვერსიებთან შედარებით, ორივე მათგანი უფრო გადამდებია.

ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ორივე შტამი კოვიდგადატანილი პაციენტების პლაზმით უფრო რთულად ნეიტრალდება. თუმცა საველე დაკვირვების შედეგად ანუ რეალურად ინფიცირებული ადამიანების მონიტორინგის მიხედვით, ამ ვარიანტებს არ აღმოაჩნდა აშკარა უნარი, რომ ადრე შეძენილ იმუნიტეტს „გვერდი აუაროს“ (მაგრამ ცალკეული შემთხვევებიც დაფიქსირდა). ორივე მაჩვენებელი - ინფიცირებისა და იმუნიტეტისგან თავის დაღწევის უნარი - ვირუსის სხვადასხვა ვარიანტის ადაპტირებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ მომენტში, როდესაც ისინი ერთმანეთს ერთსა და იმავე პოპულაციაში ეჯიბრებიან (სწორედ ასეთი კონკურენცია დაფიქსირდა ნიუ-იორკსა და აშშ-ს სხვა ქალაქებში მარტ-აპრილში).  აპრილში მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ინფიცირების მაჩვენებლით ალფა იოტას მნიშვნელოვნად უსწრებს. 


გაზაფხულის შუა რიცხვებში, ალფა და იოტა აშშ-ში კიდევ უფრო გადამდებმა დელტა შტამმა ჩაანაცვლა. ეს აშკარად ჩანს GISAID-ის ვირუსების ვარიანტების მონაცემთა გლობალურ ბაზაში. ამ დროისთვის აშშ-ში იოტა ახლა კორონავირუსის წაკითხული გენომების 0.1% -ს შეადგენს. GISAID-ის თანახმად, ამ ვარიანტის შედარებით მაღალი წილი ფიქსირდება მხოლოდ ლათინურ ამერიკაში (კერძოდ, ეკვადორში - 14,3% იმ გენომებს შორის, რომლებიც ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში განისაზღვრა). თუმცა იქაც კი იოტა შტამის წილი მცირდება და კონტინენტზე ახლად გავრცელებული დელტათი ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იზრდება. 


გაზაფხულზე, მეცნიერებმა (ნიუ -იორკის ჯანდაცვის იმავე დეპარტამენტიდან) წინასწარ დაასკვნეს, რომ იოტა გასული წლის ვარიანტებისაგან, დაავადების სიმძიმისა და სიკვდილიანობის თვალსაზრისით, არ განსხვავდება. 7 აგვისტოს გამოქვეყნებული პრეპრინტი, მისი ავტორების აზრით, ამ დასკვნას მხოლოდ და მხოლოდ აკორექტირებს. როგორც ეს მოდელი გვიჩვენებს, იოტა ზრდის სიკვდილიანობის მაჩვენებელს ხანდაზმულებში 60-82% -ით (ასაკის მიხედვით), მაგრამ არა - ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანებში. ამავდროულად, კვლევის თანახმად, იოტა ნაკლებად ლეტალურია, ვიდრე - ალფა. მეცნიერებმა ანალოგიური პარალელი სხვა შტამებთან ვერ გაავლეს, რადგან ისინი არ იყო გავრცელებული ნიუ-იორკში ნოემბერ-აპრილში, როდესაც კვლევისთვის საჭირო მონაცემები შეგროვდა. 

 

ბოლოს და ბოლოს, ზრდის თუ არა იოტა სიკვდილის რისკს?

 

ცალსახა დასკვნის გაკეთება არ შეიძლება: პრეპრინტის ავტორების გათვლები შეიძლება არაზუსტი აღმოჩნდეს. თავიანთი მონაცემების ინტერპრეტაციაში მათ გარკვეული პრობლემები უკვე შეექმნათ. მაგალითად, მკვლევრები ვერ ხსნიან, თუ რატომ ზრდის იოტა სიკვდილიანობას მხოლოდ ხანდაზმულებში, ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანებში კი - არა. მეცნიერები მხოლოდ ვარაუდობენ, რომ ყოველივე ამის მიზეზი ლეტალობის შესახებ არასაკმარისი მონაცემებია - 45 წლამდე ასაკის ადამიანებში სიკვდილიანობა ძალიან მცირე იყო იმისთვის, რომ მოდელმა პირველი და მეორე ტალღის შტამებს შორი განსხვავება აჩვენოს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →