საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სწავლის დაწყების საკითხზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ როგორი ეპიდსიტუაცია იქნება ქვეყანაში ორი კვირის შემდეგ და რა შედეგები ექნება კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას.
"რაც შეეხება სწავლის განახლების პროცესს, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ეპიდემიის გავრცელებას. ჩვენ დაახლოებით ორ კვირაში ველოდებით გარკვეულ შედეგებს. ამ შედეგებიდან გამომდინარე უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოს წარუდგენს იმ არსებულ რისკებს და შედეგებს, რომლებიც დადგება. ამის შემდეგ საბჭო ერთობლივად იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომები იქნება სწავლის განახლებასთან და დაწყებასთან დაკავშირებით", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
