მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში,ამ დროისთვის,კორონა ვირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი წევს,როგორც კლინიკის, კლინიკური დირექტორი, ტატა შენგელაია, interpress.ge -სთან აცხადებს, კორონა ვირუსით ინფიცირებული პაციენტების ასაკი 40 წლიდან ზემოთაა.
,,ჩვენს კლინიკაში, დილის 6 საათის მონაცემებით, 32 პაციენტი წევს,მათგან 10 პაციენტი, არის რეანიმაციაში და მათი მდგომარეობა არის კრიტიკული, დანარჩენი კი პალატებში არიან მოთავსებულები,კლინიკაში ჟანბადიც გადაიტვირთა, მსგავსი მძიმე მდგომარეობა, როდესაც მარნეული იყო ჩაკეტილი არ გვქონია, კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაა, და ვთხოვ ყველას ატარონ პირბადე,გაიკეთონ ვაქცინა. კლინიკაში, დაინფიცირებული პაციენტები ძირითადად 40 წლის ზემოთ ასაკისები არიან." - გვითხრა შენგელაიამ
შეგახსენებთ,რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5359 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავცრელებს.
მათივე ცნობით, ვირუსისგან განიკურნა 2726 ადამიანი, და გარდაიცვალა 42 პაციენტი.
