აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხურ მხარეს რამდენიმე მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.„11 აგვისტოს, 22:20 საათიდან 12 აგვისტოს 00:05 საათამდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ჭამბარაკის რაიონის თთუჯურისა და აშაგი შორჯას დასახლებებიდან ასევე ბასარკეჩარის (ვარდენისი) რაიონიდან აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს გადაბეის რაიონის ზამანლის და გარაველარისა, ასევე ქალბაჯარის რაიონის ზაილიქის დასახლების მიმართულებებით ცეცხლი გაუხსნეს“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიაში არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.
„ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები აკონტროლებენ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ipn
.jpg)