"არ ჩამოხვიდეთ აჭარაში, ახლა არ არის დრო,რომ ზღვისპირეთში დასვენება გსურდეთ!"- ამ მოწოდებებით მიმართავს ბათუმში მცხოვრები ექიმი აჭარიდან მოსახლეობას.
პროფესორი სოფიო ბერიძე აცხადებს, რომ ბათუმში კორონავირუსის გავრცელება პიკს აღწევს და პანდემიასთან გასამკლავებლად კლინიკებს უკვე საკმარისი რესურსი აღარ აქვს.
"ადამიანი, რომელიც სიმპტომურია, პირბადის გარეშე, ან დისტანციის დარღვევით გადაადგილდება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, არის პოტენციური მკვლელი. ჩვენაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ წავა მომდევნო პერიოდი, თუ რამდენ ადამიანს დავკარგავთ.
არ ჩამოხვიდეთ ბათუმში დასასვენებლად, ახლა არ არის საუკეთსო დრო იმისთვის, რომ ბათუმში დაისვენოთ, მაღალი რისკია გადაადგილება, მობილობა", - ამბობს სოფო ბერიძე.
.jpg)