მინისტრმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქემდე მიიტანოს ინფორმაცია ვაქცინის უსაფრთხოებაზე.
"მნიშვნელოვანია თითოეული ორგანიზაციის ჩართულობა იმუნიზაციის პროცესში და ამ კუთხით ცესკოს განწყობაა დადებითი. უნდა აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე თვის წინ მათი თანამშრომლები აქტიურად აიცრნენ და არის დადებითი დინამიკა და ასევე მზაობა. უკვე რაც შეეხება გაფართოებული კუთხით მათ ვაქცინაციას, ჩვენ რა თქმა უნდა ხელს შევუწყობთ, რომ ყველა ოლქში იყოს ის საჭირო ხელმისაწვდომობა და ის საჭირო ვაქცინა, რაც მათი პერსონალის მხრიდან იქნება არჩეული. ამ მიმართულებით ინტენსიური იქნება თანამშრომლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "იმედის" ეთერში.
