„სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა, რომლებიც განლაგებული არიან ვედის რაიონის არაზდაიენის დასახლებაში, ბასარკეჩარის რაიონის იუხარი შორჟას, აზიზლისა და შიშგაიას დასახლებებში, ჩამბარაკის რაიონის არდანიშის დასახლებაში, 4 აგვისტოს 14:50 საათიდან 00:00 საათამდე პერიოდულად ცეცხლს უხსნიდნენ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს სადარაკის რაიონის ჰეიდარაბადის დასახლების, გადაბაის რაიონის ნოვოივანოვკასა და გალაკენდის დასახლებების, ქალბაჯარის რაიონის ისტისუს და იელიას დასახლებების, დაშკასანის რაიონის თაზაკენდის მიმართულებით,“- აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის პირად შემადგენლობაში არავინ დაშავებულა. „ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები აკონტროლებენ,“- აცხადებენ უწყებაში.
