დოკუმენტის მიხედვით, წევრი ქვეყნები ადასტურებენ საქართველოს ხელისუფლებასთან დაბრუნებისა და რეადმისიის საკითხში კარგ თანამშრომლობას.
ასევე წევრი ქვეყნების ანგარიშში აღნიშნულია საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ უსაფრთხოების სფეროში.
ანგარიშში საქართველოში სასამართლო რეფორმის შესახებაც არის საუბარი, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზეც.
აღნიშნულია, რომ საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომებიც კომისიის რეკომენდაციების გასათვალისწინებლად. თუმცა, დოკუმენტის თანახმად, შემდგომი ძალისხმევაა საჭირო წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მინიჭების უსაფუძვლო აპლიკაციების საკითხის გადასაჭრელად, ისევე როგორც ფულის გათეთრების, კორუფციისა და ორგანიზებულ დანაშაულის პრევენციისა და ბრძოლის წინააღმდეგ სფეროებში.
დოკუმენტში საქართველოსთვის რეკომენდაციებია მოცემული.
„კერძოდ კი, აღნიშნული სფეროები საჭიროებენ შემდგომ განხილვას:
- აქტიურად განაგრძეთ წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საკითხის მოგვარება; სავიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიების მორგება შესაბამისი მიგრანტების პროფილებზე, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებაში, დაყოვნებული და თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადებზე;
- გააუმჯობესეთ ანტიკორუფიცული ინსტიტუტებისა და სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობა, რათა უკეთ მართოთ მაღალ თანამდებობის პირებში კორუფციის შემთხვევები, უზრუნველყავით, რომ ყველა ასეთი საქმე გამოძიებული იყოს.
- დაასრულეთ უზენაესი სასამართლოს რეფორმა, მოსამართლეთა შერჩევის იმ პროცედურის შემოღებით, რომელიც სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ევროპულ სტანდარტებს; დაასრულეთ პროკურატურის რეფორმა, მათ შორის, გამომძიებლებისა და პროკურორების ფუნქციების გამიჯვნით; დაასრულეთ ფინანსური დაზვერვის სამსახურის ოპერატიული განვითარება იმის უზრუნველყოფით, რომ (ა) მას შეეძლება მიიღოს საჭირო ინფორმაცია მომხსენებელი უწყებისგან და (ბ) ექნება სრული, დროული წვდომა საჭირო ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციაზე მისი ფუნქციების სათანადოდ შესასრულებლად; გააგრძელეთ ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლა. კერძოდ, უკანონო საქმიანობიდან შემოსავლების გათეთრების წინააღმდეგ; გააგრძელეთ ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით.
- უზრუნველყავით საქართველოს სავიზო პოლიტიკის შემდგომი შესაბამისობა ევროკავშირის ვიზის საჭიროების მქონე მესამე ქვეყნების სიებთან. კერძოდ, იმ მესამე ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებშიც არალეგალური მიგრაციაა ან წარმოადგენენ რისკს ევროკავშირისთვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
წყარო : report.ge
