სხდომაზე, განხილვის მთავარ თემას აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეგულარული სამგზავრო რეისების განახლების საკითხი წარმოადგენდა.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ გვენეტაძე სამგზავრო რეისების ორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით დადგენილი წესების შესაბამისად აღდგენის წინადადებით გამოვიდა.
ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა ტრანსპორტირების განვითარების პერსპექტივებზე შეხედულებები გაცვალეს და შესბამის ოქმს ხელი მოაწერეს.
(report.ge)
.jpg)