როგორც interpress.ge -სთან პროექტის ერთ ერთი კოორდინატორი, გულბენ ალიევა აცხადებს, ორ თვიანი პროექტი, მარნეულის ახალგაზრდულ შემოქმედებით აკადემიაში მიმდინარეობდა.
"ფოტოკლუბები იყო მარნეულში და სადახლოში, მონაწილეობდნენ ფოტომოყვარულები, ძირითადად ახალგაზრდა ქალები, ისინი ფოტოებს, იღებდნენ ადგილობრივად, მაგალითად: ბუნებას, ადამიანებს, ყველაფერს აღბეჭდავდა მათი ფოტო კამერა, რასაც საინტერესოდ აღიქვამდნენ.
ორ თვიანი ფოტოკურსის დასრულების შემდეგ, ფოტომოყვარულებმა აშუღი ქამანდარის სახლ-მუზეუმში გააკეთეს გამოფენა", - გვიყვება გულბენი.
პტოექტი დაფინანსდა ორგანიზაცია ტიკას მიერ, რომელსაც თურქრთის საელჩო და ორგანიზაცია ტიკა ერთობლივად უჭერდა მხარს.
ფოტოგამოფენას ესწრებოდა თურქეთის ელჩი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა.
