ბოლო ერთ წელში 1 ლიტრი ზეთი საშუალოდ 4.43 ლარით, ხოლო ბოლო 2 წელში 4.91 ლარით გაძვირდა. შესაბამის ინფორმაციას "ბიზნეს ფორმულა" ავრცელებს.
"საქსტატის" მონაცემებით, 2021 წლის ივნისში 1 ლიტრი ზეთის საშუალო ფასი რეკორდულად მაღალია და 8.81 ლარს უტოლდება, მაშინ როდესაც 2020 წლის ივნისში 1 ლიტრი ზეთი 4.38 ლარი ღირდა, ხოლო 2019 წლის ივნისში 3.90 ლარი.
ცნობისთვის, ზეთის საერთაშორისო ფასი 8%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოში ზეთი და ცხიმი გაძვირდა როგორც 2021 წლის მარტში, თებერვალში, იანვარშიც და 2020 წლის დეკემბერშიც.
ადგილობრივ ბაზარზე ზეთის გაძვირებას კიდევ ელიან. ზეთის იმპორტიორების განმარტებით, დეფიციტი არ არის, მაგრამ წარმოების შემცირებას აქვს ადგილი და ყველაზე მეტად ფასმა ცხიმებსა და მარცვლეულზე მოიმატა, შესაბამისად, ყველა დასახალება გაძვირდა. საქართველოში ზეთის გაძვირებას ხელი ლარის გაუფასურებამაც შეუწყო, რადგან, იმპორტიორების განმარტებით, გაძვირდა ლოჯისტიკა, საწვავის, რაც იმპორტს კიდევ აძვირებს.
"სამწუხაროდ, დადებითი მოლოდინი ფასთან დაკავშირებით არ გვაქვს. სამომავლოდ კიდევ მოიმატებს ფასი. ფასები მზარდია და როდის გაჩერდება, არავინ იცის. სექტემბერში ახალ მოსავალს მივიღებთ და ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული, როგორ შეიცვლება ბაზრებზე ზეთის ღირებულება", - ამბობს "ალფას“ დამფუძნებელი და ზეთის იმპორტიორი კომპანია, ,,ბარაქას", დირექტორი, გურამ ბროძელი და დასძენს, რომ ფასის ზრდის გამო ზეთის რეალიზაცია შემცირდა.
ცოდნის არქონა, ნედლეულის დეფიციტი და ტექნიკის გაუმართაობა - სამი ძირითადი მიზეზია, რის გამოც საქართველოში ზეთის წარმოება ვერ ვითარდება.
(report)
