InterPress.ge იუწყება რომ, შემთხვევა 20 ივლისს ღამით მოხდა მარნეულის სოფელ ზემო სარალში.
სოფლის მცხოვრებლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით, მოკლა ცოლი და სიმამრი,ასევე დაჭრა სიძე და სიდედრი. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაჭრილები საავადმყოფოში არიან, ერთ ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. სავარაუდოდ, მკვლელობა ოჯახურმა კომფლიქტმა გამოიწვია, ცოლ-ქმარი დიდი ხანია განქორწინებული იყო, მათ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელი ალქოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. დამნაშავე, უკვე ჩააბარა პოლიციას.
