ყურბან-ბაირამი მარხვის თვიდან, რამადან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ყურბან ბაირამის დღეს მამაკაცები მზის ამოსვლამდე ლოცულობენ. საზეიმო ლოცვა თბილისის მეჩეთში 06:00 საათზე დაიწყო.
„ყურბან-ბაირამი როგორც ეროვნული, ასევე საზოგადოებრივი დანიშნულების მხრივ არის უმნიშვნელოვანესი მუსლიმირი სამყაროში. ეს ერთ-ერთი გზა არის ღმერთთან დაახლოების, ადამიანებთან თანაზიარების. მთელ საქართველოში სრულდება ლოცვა. ლოცვის შემდეგ დაიწყება მსხვერპლშეწირვა, ცხოველების დაკვლა, შემდგომ აღნიშნული ხორცი დაურიგდება გაჭირვებულ ოჯახებს. ეს არის ერთის მხრივ სოციალური თანადგომა. დღეს სადღაც 8000 ოჯახს დავეხმარებით ხორცით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო მუსლიმებს ვულოცავ ამ უძვირფასეს დღესასწაულს“,- აცხადებს აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ეტიბარ ემინოვი.
მუსლიმთა უდიდესი დღესასწაული სამ დღეს გაგრძელდება.
