თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, მეჰმეტ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის "დელტა" შტამის გავრცელების გამო, საზღვრების ჩაკეტვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან CNN Turk-თან ინტერვიუში ისაუბრა.
”არაფრის გარანტია არ არსებობს, უნდა დავაკვირდეთ რა ვითარებაა მთელ რიგ პროვინციებში "დელტა" შტამის გავრცელების თვალსაზრისით”, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, თურქეთის პრიორიტეტი მოსახლეობის მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ვაქცინაციაა.
”თუ ვაქცინაცია დაჩქარდება, თურქეთი სრულად დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. რაც უფრო დიდხანს გაჭიანურდება ეს პროცესი, ნორმალიზებას მით უფრო მეტი დრო სჭირდება ”, - აცხადებს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი.
მან ასევე აღნიშნა, რომ "ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის".
(report)
