საკანონმდებლო ორგანოში მის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.
გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც.
პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
![პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა [ვიდეო]](/web/uploads/images/1626602412-%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98.jpg)