ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 701 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 446 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 351, პისიარტესტით – 13 095.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 387481 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 365019 გამოჯანმრთელდა, 5 551 კი გარდაიცვალა.
