"დაისაჯონ დამნაშავეები", "გადადგეს მკვლელი მთავრობა" - ამ წუთებში, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე აქციაა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი.
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.
ცოტა ხნის წინ, ღარიბაშვილის სახლთან დაპირისპირებაც იყო. აქტივისტები პრემიერის სახლთან წარწერა "მკვლელის" გაკეთებას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაკავებულია ერთი პირი.
(report)
