”15 ივლისის ღამეს, აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართ ქალაქ შუშას გარშემო ცეცხლი გაუხსნეს”.
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
სროლა გახსნეს არალეგალურმა სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული. აზერბაიჯანის არმიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა.
როგორც თავდაცვის სამინისტრო აცხადებს,აზერბაიჯანის მხარეს არავინ დაშავებულა.
