მარნეულელი ძმები ,
ლუკა და კოტე კაპანაძეები „ევროპის თასზე“ იასპარეზებენ
Interpress.ge ინფორმაციით 17-18 ივლისს ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდება „ევროპის თასი ახალგაზრდებში“, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტები, ლუკა და კოტე კაპანაძეები 73 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 33 ქვეყნის 406 სპორტსმენი
ლუკამ და კოტემ „ევროპის თასზე“ ასპარეზობის უფლება საქართველოს ჩემპიონატზე მიღწეული შედეგით მოიპოვეს. ძმებმა 73 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზეს, მოახერხეს ფინალში გასვლა და პირველ - მეორე ადგილები გაინაწილეს
