სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, გახარიასთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ ეხმაურება.
"წინა ჩამოსვლაზე ხო გახარია დავიბარე და ახლა, პირდაპირ ივანიშვილს ვხვდები იმავე სასტუმროში, სადაც გახარიას ვეჭუკჭუკე, ამიტომ აუცილებლად გამოაგზავნეთ "იმედის" და "რუსთავი 2-ის" კამერები", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, "რუსთავი 2-ის" ცნობით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის, შეერთებულ შტატებში, კონსპირაციული შეხვედრა შედგა.
Report.ge
