2022 წლის 31 დეკემბრიდან ყველა ტიპის თამბაქოს კოლოფი იქნება ერთფეროვანი და აკრძალული იქნება ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. შესაბამისი მოთხოვნა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტშია გაწერილი. კერძოდ, მე-6 მუხლის ქვეპუნქტებში, რომელიც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასა და დიზაინს ეხება.
სიახლე გულისხმობს, რომ ყველა ტიპის თამბაქოს კოლოფზე აკრძალული იქნება ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. კოლოფზე დატანილი უნდა იყოს ბრენდების სახელები მხოლოდ ერთნაირი, სტანდარტული შრიფტით. ამასთან ერთად მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანაც.
„აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) ნებისმიერი წარწერა შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე და მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანა. ამასთანავე, აკრძალულია ფილტრიან სიგარეტზე, უფილტრო სიგარეტზე, პაპიროსზე, სიგარასა და სიგარილაზე რაიმე სახის წარწერის დატანა“, – წერია კანონპროექტში.
(report)
