პარლამენტი დაჩქარებული წესით განხილავს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც აზარტული თამაშების სექტორის რეგულირებას ამკაცრებს. კერძოდ, ცვლილება შეეხება საქართველოდან უცხოეთში აზარტული თამაშების სერვისების მიწოდებას, რომელიც ამჟამად რეგულირების მიღმა ექცევა. თუკი ამჟამად მსგავსი სერვისის მიმწოდებელი კომპანიები ნებართვის აღებას არ საჭიროებენ და არც შესაბამის სალიცენზიო გადასახადს იხდიან, კანონის ცვლილების შემდეგ ისინიც დაიბეგრებიან.
პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რომ ეს ცვლილება ეხება ისეთ კომპანიას, როგორიცაა "ევოლუშენ გეიმინგი", რომელიც საქართველოში არსებული ოფისიდან აზარტული თამაშების სერვისებს უცხოურ კომპანიებს აწვდის. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამჟამად ქვეყანაში ამ სფეროში 13 კომპანია საქმიანობს.
მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რომ ამის მიზეზია ის, რომ მათ მიერ დაქირავებულმა მონიტორინგის კომპანიამ გარკვეული დარღვევები აღმოაჩინა.
report.ge
