დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე დმანისთან გახშირებული მიწისძვრების თემას მეტრონომთან ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ჩვეულებრივი სეისმური პროცესია და გააქტიურებულია ჯავახეთის ვულკანური ქედის დმანისის კერა.
“არაფერი, ჩვეულებრივი სეისმური პროცესია, სეისმური აქტივობა მიმდინარეობს. არის გააქტიურებული ჯავახეთის ვულკანური ქედის დმანისის კერა, მეტი საინტერესო არაა. პროგნოზს იქნება თუ არა დიდი მიწისძვრა, ნამდვილად ვერ გავაკეთებ. შეიძლება, ხვალ მოხდეს დიდი მიწისძვრა სულ სხვა ტერიტორიაზე. ჩვეულებრივი მოვლენაა,სეისმურად აქტიური კერაა ხდება და მომავალში შეიძლება, უარესიც მოხდეს”, – აცხადებს გოდოლაძე.
უკანასკნელ დღეებში დმანისთან მიწისძვრები გახშირდა და დღეში რამდენიმეჯერ ხდება. მიწისქვეშა ბიძგები 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრისაა. მხოლოდ 8 ივლისს დმანისის სიახლოვეს 5 მიწისძვრა მოხდა.
metronome.ge
