11-კაციანი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი: გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეირჩა.
ხოლო წევრობის კანდიდატებად: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია შეარჩიეს.
კომისიის სხდომა გვიან ღამემდე გაგრძელდა.
კომისიის წევრები შერჩეული კანდიდატების სიას პრეზიდენტს გადაუგზავნიან.
სალომე ზურაბიშვილმა კი სამი დღის ვადაში კანდიდატურები პარლამენტს უნდა წარუდგინოს.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა დეპუტატების 100 ხმა ვერ მიიღო, სამი მცდელობის შემდეგ, ის თანამდებობაზე უბრალო უმრავლესობით, 6 თვის ვადით დაინიშნება.
(report)
