მათივე ინფორმაციით, რატი ბრეგაძე და რეზვან როტუნდუ შეთანხმდნენ, რომ მხარეები იმუშავებენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხზე.
ორივე მხარისთვის პრიორიტეტულია არსებული კარგი თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავება. შეხვედრაზე იმსჯელეს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის თემაზეც.
