კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

ჯილეხით დაცემული ცხოველის მეპატრონეები სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ

18
ჯილეხით დაცემული ცხოველის მეპატრონეები სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ
მოსასმენად დააჭირეთ

ფერმერები, რომელთა პირუტყვის დაცემა ჯილეხით იქნება გამოწვეული, სახელმწიფოსგან ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ. საქართველოს მთავრობის აღნიშნული დადგენილება უკვე ამოქმედდა, კომპენსაციის გაცემას კი სახელმწიფო 2022 წლიდან…

ფერმერები, რომელთა პირუტყვის დაცემა ჯილეხით იქნება გამოწვეული, სახელმწიფოსგან ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ. საქართველოს მთავრობის აღნიშნული დადგენილება უკვე ამოქმედდა, კომპენსაციის გაცემას კი სახელმწიფო 2022 წლიდან დაიწყებს.

ცვლილების მიღება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

დადგენილების თანახმად, 2022 წლის პირველი იანვრიდან ჯილეხით დაცემულ საქონელზე კომპენსაციის მიღებას შეძლებენ ის ფერმერები, რომელთა პირუტყვიც იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნებით; თუ ინფორმაცია ცხოველისა და ფერმერის შესახებ აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში და ფერმერს უარი არ აქვს ნათქვამი ცხოველის ვაქცინაციაზე. ასევე, კომპენსაციის მისაღებად, ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია: ცხოველის შესაძლო ინფიცირების ან სიკვდილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს შესაბამისი ეპიდემიოლოგიური სამუშაოების გატარება.

მსგავსი შეტყობინების მიღების შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილზე შეისწავლის ვითარებას, აიღებს ნიმუშებს და მუნიციპალური ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოფს მკვდარი ცხოველის შესაბამისი წესით განადგურებას. კომპენსაციის მისაღებად ჯილეხის შემთხვევა უნდა დადასტურდეს ლაბორატორიულად.

ჯილეხი (ციმბირის წყლული) საშიში ინფექციური დაავადებაა, რომლითაც შინაური და გარეული ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ხოლო ექიმთან დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში შედეგი ფატალურია. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. ჯილეხის სპორა ნიადაგში საუკუნეების განმავლობაში ძლებს და შესაბამის პირობებში აქტიურდება.

ახალი კერის წარმოქმნას განაპირობებს დაავადებული ცხოველის დაკვლა, მკვდარი ცხოველის გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება და ა.შ. აქედან გამომდინარე, დაავადების შემთხვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი უწყებების ინფორმირება უმნიშვნელოვანესია.

„ახალ სტრატეგიას აქვს ორი მნიშვნელოვანი მიზანი. პირველი -ფერმერებმა არ დამალონ ცხოველების დაავადების და დაცემის ფაქტი, რასაც ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს კომპენსაციის მოლოდინი და მეორე – შემცირდეს ის დიდი ზიანი, რომელიც სახელმწიფოს და ფერმერებს ადგება ჯილეხის შემთხვევების შედეგად“, – განაცხადა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, მიხეილ სოხაძემ.

მისივე განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს საკომპენსაციო მექანიზმის და ფინანსური ანგარიშსწორების კრიტერიუმების შემუშავების პროცესი.

აღნიშნულ ცვლილებასთან ერთად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და დონორმა ორგანიზაციებმა შეიმუშავეს ჯილეხის ახალი სტრატეგია, რომელიც დაავადების კონტროლისა და აღმოფხვრისთვის საჭირო ქმედებების ჯაჭვს აერთიანებს. ჯილეხის სტრატეგიის შემუშავება ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

პროექტი ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერაა მხარდაჭერილი და იგი ევროკავშირთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილია.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →