11-14 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმას აღარ ელოდებიან. მოიმატებს ტემპერატურაც და საშუალოდ 34-37 გრადუსამდე დაცხება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 8-9 ივლისს აქაც მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის საშუალო ტემპერატურა 30 გრადუსი დაფიქსირდება. 10 ივლისიდან დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. ტემპერატურა კი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება და 30-31 გრადუსი იქნება.
მთიან რეგიონებში 8-9 ივლისს წვიმა და 20-22 გრადუსი იქნება. 10 ივლისიდან უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი მაღალ მთაში 27 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 8-9 და 10 ივლისს მცირე ნალექია მოსალოდნელი. ტემპერატურა 27-დან 30-გრადუსამდე იმერყევებს. 11 ივლისიდან კი 32-36 გრადუსამდე დაცხება.
(report)
