როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სპეცოპერაცია რამდენიმე საათის წინ ჩატარდა.
გავრცელებული ცნობით, დაკავებულია 5 ადამიანი, რომელთა აყვანაც სახლებში მოხდა.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატის, ნინო შავშიშვილის განცხადებით, ბრალდებულები ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას უარყოფენ და ბრალდებას არ ეთანხმებიან.
შავშვიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაკავება რუსთავის სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს.
სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების ერთობლივი ძალებით ჩატარდა.
(ipn)
