საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ინიციატივით საქართველოში ფეხბურთის მოყვარულთა ტურნირი ტარდება.
მოყვარულთა ლიგის პირველ ეტაპზე შერჩევითი მატჩები მუნიციპალურ დონეზე იმართება. მარნეულის მუნიციპალიტეტში ტურნირში 4 გუნდი იღებს მონაწილეობას: ალგეთი; ყიზილაჯლო; თამარისი და წერეთელი.
ექვს ივლისს, სოფელ წერეთლში ფინალში თამარისისა და წერეთლის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს.
ფინალი წერეთლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც ასპარეზობას რეგიონულ დონეზე ქვემო ქართლის მასშტაბით გააგრძელებს.
ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ,გამარჯვებულ გუნდს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებმა საზეიმოდ თასი გადასცეს.
