ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოზიციის დასაკავებლად გასაუბრებას ვილი პაჭკორია, მაია გურამიშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, იმედა კლდიაშვილი, გიორგი სანტურიანი, ილია ჭანტურაია, ლილი ბეგიაშვილი, ბონდო გასვიანი გაივლიან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის პოზიციის დასაკავებლად კი, დღეს გასაუბრება გაიმართება შემდეგ კანდიდატებთან: ემზარ კაკულია, გია ცაცაშვილი, კონსტანტინე ჩიტანავა, თამაზ თაყაძე, ანა მიქელაძე, მარი კაპანაძე და არჩილ მდივნიშვილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყო და მას საქართველოს პირველი არხი ვებპორტალზე 1tv.ge შემოგთავაზებთ.
1tv.ge
