დღეს პარლამენტის შენობასთან 20:00 საათზე მედიის აქცია დაანონსდა - ინფორმაციას "ქართველი ვიდეო ოპერატორები და ფოტოგრაფების" გვერდი ავრცელებს.
"დაანონსდა მასმედიის აქცია. პარლამენტთან 20:00 საათზე.
თუ თანახმა ხართ და მოხვალთ დაპლიუსდით.
თუ არ ხართ თანახმა დაწერეთ მიზეზი...
P.S გააზიარეთ ეს პოსტი რომ ბევრმა ნახოს. (სხვა გულშემატკივრებიც რომ მოვიდნენ მგონი არაა პრობლემა)
მადლობა რომ გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს," - აღნიშნულია გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მდუმარე საპროტესტო აქცია დღეს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დააანონსა.
report.ge
