"მთავარი არხის" ცნობით, მანქანაში სამი პირი დაიწვა, მათ შორის ერთ-ერთი 7 წლის ბავშვია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.
(Report)
