"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები პროტესტს ღამის 12:00 საათამდე გააგრძელებენ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, ისინი არ ენდობიან "თბილისი პრაიდის" განცხადებას.
"ჩვენ როცა არ უნდა ჩაატარონ, ამისთვის ყოველთვის მოვიცლით და თავს დავდებთ. ვულოცავ "თბილისი პრაიდს", რომ მათ არ ჩაატარეს მორიგი პროვოკაცია და ნაკლები ცოდვა ჩაიდინეს. ჩვენ ვრჩენით ღამის 12:00 საათამდე. თავისთავად ცხადია, მათ ღირსებას არ ვენდობით. დიდ მადლობას ვუხდით პოლიციას, რომელმაც გაითვალისწინა დიდი საშიშროება და კეთილგონიერად მოიქცა.
ჩვენ ქრისტეს სამსახურში ვართ 24 საათი. ჩვენ დავიწყებთ გრანდიოზულ მანიფესტაციებს და მოვთხოვთ სახელმწიფოს, რომ მათ მიიღონ კანონი ჰოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე", - განაცხადა ფალავანდიშვილმა.
ipn.ge
