კომპანია ,,ტენე"-მ ბოლნისში დასუფთავების აქცია მოაწყო. აქციაში ის ადამიანიც მონაწილეობდა,რომელმაც პოლიეთილენის ბოთლები მდინარეში ჩაყარა.
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ კომპანიის ფეისბუქ გვერდზე დაწერეს.
,,როგორც იცით ტენეს გუნდმა გადაწყვიტა ბოლნისში ბოთლებით დაბინძურებული მდინარის დასუფთავება.
ვიპოვეთ კაფე და გავიცანით მისი თანამშრომელი რაფიკი, რომელმაც თქვა, რომ არ იცოდა სად გადაეყარა კაფეში დაგროვილი დიდი რაოდენობით ბოთლები და ამიტომ მისი გადაყრა მდინარე ქციაში გადაწყვიტა, რითიც ახლა არ ამაყობს.
ტენე და კაფეს ადმინისტრაცია შეთანხმდნენ, რომ ყოველ 10 დღეში ერთხელ დაგროვილ ბოთლებს გადასცემენ ტენეს ქარხანას გადასამუშავებლად, ხოლო ტრანსპორტირებას კი უზრუნველყოფს კომპანია ტიტანები - სამშენებლო ნარჩენების გატანა",-წერია კომპანიია ფეისბუქ გვერდზე.
კაფეს თანამშრომელმა რაფიკმა,რომელმაც მდინარე ქციაში ბოთლები ჩაყარა, და ადგილობრივებმა,ტენეს გუნდთან ერთად მიიღეს მონაწილეობა,დასუფთავების აქციაში.
ბოლოს კი აქციის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა, ტენეს მიერ დამზადებული ეკომეგობრული USB კაბელი.
დასუფთავების აქციას,მხარი დაუჭირა
CENN
Entrepreneur.



