მისი თქმით, სავარაუდო მოძალადემ ის ძალის გამოყენებით, საკუთარ სახლში გადაიყვანა და გაუპატიურება სცადა.
"შენ წამოდიო მაჯაში ჩამკიდა ხელი, გამათრია გარეთ, უაზროდ ნასვამი იყო. მე ვერ გავაშვებინე ხელი, იმიტომ, რომ ამდენი ძალა და ენერგია არ მაქვს, რომ ამ პიროვნებას გავუმკლავდე. ოთახში რომ შემიყვანა, თუ შენ იმას არ გააკეთებ მე რაც მინდაო, ორივეს მოგკლავთ, შენც მოგკლავ და დედაშენსაც მოვკლავო, დამემუქრა. 5-10 წუთის მერე სამართალდამცველებიც მოვიდნენ", - ამბობს დაზარალებული ქალი "მთავარ არხთან".
(report)
