ისმაილ ისა და მისი გუნდი საქორწილო სამზადისში იყვნენ. ქორწილში ასობით სტუმარი იყო დაპატიჟებული, ამიტომ მზარეულები საკვებს უზარმაზარ ქვაბებში ამზადებდნენ.
ისმაილ ისა მოულოდნელად ქათმის წვნიანის გიგანტურ ქვაბში ჩავარდა. 25 წლის მზარეულმა საკმაოდ მძიმე, მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მას სხეულის თითქმის 70%-ი ჰქონდა დამწვარი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ისას 2 ქალიშვილი და 6 თვის ვაჟი დარჩა.
„ის მზარეულად 8 წლის განმავლობაში მუშაობდა. იგი საქორწილო წვეულებებს, პანაშვიდებსა და სხვადასხვა ცერემონიალებს ემსახურებოდა“,- ამბობს ისმაილ ისას ნათესავი.
(primetime)
