ჟურნალისტი ნინი ელიკაშვილი და ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე წალკაში,კერძოდ სოფელ წინწყაროში აქციის გადასაღებად ჩავიდნენ.
ადგილობრივებმა აქცია,აფრასიძეების წინააღმდეგ გამართეს.
მოსახლეობის თქმით აფრასიძეები, სახნავ-სათეს მიწებსა და კომერციულ ფართებს არიან დაპატრონებულები.
,, მე და ჩემი ოპერატორი ჩამოვედით წალკაში აქციის გასაშუქებლად, როდესაც ადგილზე დაგვინახა სოფლის გამგებლის გიორგი აფრასიძის ბიძამ,პირდაპირ ის წამოვიდა სიტყვიერი და ფუზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა, დააზიანა ტვ პირველის კუთვნილი ინვენტარი, გვემუქრებოდა მათ შორის ჩვენს მძღოლსაც, ავტომობილის დაზიანებით. შემდეგ დაუპირისპირდნენ მოსახლეობასაც, რომლებიც ჩვენს დაცვას ცდილობდა".-
ამბობს ტვ პირველის ჟურნალისტი,ნინი ელიკაშვილი.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც. ტვ პირველის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით , გიორგი აფრასიძის ბიძა ,პოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს.
