Interpress.ge ინფორმაციით, საბჭომ შეხვედრაზე, კონკრეტული მოქალაქეების განცხადებები განიხილა და იმსჯელა პრობლემებზე, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ.
,,დავგეგმეთ ღონისძიებები,ადგილზე გავა მობილური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის პრობლემებს და მათ საყოფაცხოვრებო საჭიროებებს. ბიუჯეტში არის თანხები გათვალისწინებული, რაც მიმართული იქნება შშმ პირების ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებისთვის“- განაცხადა ქალაქის მერის მოადგილემ როინ დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საბჭო , შშმ პირების პრობლემების მოგვარების მიზნით შეიქმნა, რომელიც თვეში ერთხელ იკრიბება.

